თოვლ-ჭყაპი და ნისლი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი თოვლის სახით 17 იანვარსაც შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, თბილისში თოვლ-ჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი.
“18 იანვარს თოვა შეწყდება, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს. 19 იანვარს ისევ ველოდებით მცირე ნალექს, ძირითადად თოვლის სახით. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში თოვლ-ჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი -4 გრადუსი იქნება”, – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსი სვეტლანა ნიორაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები