საგამოძიებო სამსახურის უფროსი: გიორგი რურუასგან დნმ-ს ნიმუშებს იძულების წესით აიღებენ

გიორგი რურუა დნმ-ის სინჯების აღებაზე კვლავ უარს აცხადებს, რის მერეც მას პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ახალი მუხლი დაუმატა, რაც სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

გლდანის ციხეში გიორგი რურუასთან საქმის გამომძიებელი და მისი ადვოკატები იმყოფებიან.

როგორც საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მედიასთან განაცხადა, გიორგი რურუასგან დნმ-ს ნიმუშებს იძულების წესით აიღებენ. მისი თქმით, ისინი კანონის ფარგლებში იმოქმედებენ და გამოიყენებენ პროპორციულ ძალას, რადგანაც ეს არის სასამართლო განჩინება და აუცილებელია აღსრულდეს.

დაცვის მხარის მტკიცებით, გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს და აქედან გამომდინარე გიორგი რურუასთვის იარაღის ჩადების ფაქტის გამოძიებას დაუყოვნებლივ ითხოვენ.

“ყველა ე.წ. საგამოძიებო მოქმედება მიმართულია იმისკენ, რომ გიორგი რურუასგან როგორმე ოფიციალურად მოიპოვონ გენერალური ნიმუში და იგი შეადარონ ან დაამთხვიონ იარაღზე ხელოვნურად დატანილ გენეტიკურ პროფილს. ერთადერთ მიზანს ემსახურება საგამოძიებო ორგანო, მიიღონ მათთვის სასურველი გენეტიკური ექსპერტიზა,” – განაცხადა გიორგი რურუას ადვოკატმა, შოთა კახიძემ.

გიორგი რურუა 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. ადვოკატები აცხადებენ, რომ რურუას იარაღი ჩაუდეს.

შეგახსენებთ, რომ ეს დნმ-ს ნიმუშის ჩაბარებაზე სასამართლოს უკვე მეორე განჩინებაა. უკვე საათზე მეტია საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები და გიორგი რურუას ინტერესების დამცველები გლდანის ციხეში იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები