ესპანეთში ნავთობქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

ესპანეთის ქალაქ ტარაგონას სამრეწველო-ინდუსტრიულ ზონაში, ნავთობქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა. რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 6 დაშავდა.

ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ აფეთქება ქარხანაში მომხდარმა დაუდგენელმა ინციდენტმა გამოიწვია.

გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი მოქალაქე აფეთქების ტალღის შედეგად შენობის ჩამონგრევის დროს დაიღუპა.

დაშავებული მოქალაქეები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქების გამო, ახლომდებარე რეგიონებში დროებით შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა და საგზაო მიმოსვლა, მოსახლეობას ურჩიეს, სახლში დარჩნენ და ფანჯრები ჩაკეტონ, ვიდრე აფეთქების მიზეზი და შედეგები არ დადგინდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები