პროკურატურამ ავთანდილ წერეთელს საზღვარგარეთ სამკურნალოდ ქვეყნიდან გასვლის უფლება მისცა

პროკურატურამ ბიზნესმენს, ავთანდილ წერეთელს საზღვარგარეთ მკურნალობისთვის ქვეყნიდან გასვლის უფლება მისცა. ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი.

პროკურორმა მოსამართლეს მიმართა, რომ ავთანდილ წერეთელი 19-დან 30 იანვრის ჩათვლით ქვეყნის დატოვებას აპირებდა და სთხოვა, დაგეგმილი პროცესები გადაეტანათ. მოსამართლე საკითხს ხვალინდელ სხდომაზე დაუბრუნდებიან.

ავთანდილ წერეთელს პროკურატურა “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები