ქეთევან ციხელაშვილი: ყოველდღიურად ვმუშაობთ, რათა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები შეჩერდეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, უკანონო ინსტალაციების აღმართვის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხელი ხაზი უკვე გაააქტიურა.

„კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე გაააქტიურა ცხელი ხაზი. იცით, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ეს ერთ-ერთი მთავრი საკითხი გახლავთ. უშუალოდ ამ მონაკვეთზე არსებულ უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა ერგნეთში გამართული არაერთი ტექნიკური შეხვედრა. მუშაობა ყოველდღიურად გრძელდება, რათა მოხდეს უკანონო მოქმედებების შეჩერება და აღკვეთა. საუბედუროდ, რასაც, ასევე, ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი და რაც არის განსაკუთრებით მწვავე, მტკივნეული, გახლავთ ის, რომ ამ თემებს აბამს ისეთ მწვავე, მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები