პროკურორი “ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებულზე: პრეზიდენტმა Შეიწყალა, მოხსნილი აქვს ნასამართლეობა

პროკურორ ლაშა გამყრელიძის განცხადებით, “ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებული ბიძინა ჩაჩხიანი, რამდენად აპირებდა ღამის დაახლოებით სამ საათზე სანადიროდ წასვლას შეფასების საკითხია.

მისი თქმით, ბრალდებულს ნასამართლეობა აქვს მოხსნილი, ანუ შეწყალებულია.

“რამდენად აპირებდა ბრალდებული ღამის დაახლოებით სამ საათზე სანადიროდ წასვლას ეს შეფასების საკითხია. ბრალდების მხარეს რა თქმა უნდა აღნიშნული აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ბრალდებული მიმალვას აპირებდა. ამ ადამიანს პრეზიდენტის განკარგულებით მოხსნილი აქვს ნასამართლეობა, ანუ შეწყალებულია”,- განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, ბიძინა ჩაჩხიანმა 12 იანვარს, კლუბ “ბასიანის” შესასვლელთან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე განახორციელა გასროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბიძინა ჩაჩხიანმა მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, მისივე საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები