სტოკჰოლმში ძლიერი აფეთქების გამო, მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

სტოკჰოლმის ცენტრში ძლიერი აფეთქების გამო, ათობით ბინიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.

ამის შესახებ სააგენტო АР წერს.

მედიის ინფორმაციით, აფეთქება გამთენიისას მოხდა. მომხდარის შედეგად, მანქანები და ახლოს მდებარე შენობები დაზიანდა. შვედეთის პოლიციაში განაცხადეს, რომ ადგილზე გამოყენებული ყუმბარა იპოვეს, თუმცა ტერაქტის ვერსია გამორიცხეს.

აფეთქება შენობასთან მოხდა, სადაც რამდენიმე ბიზნეს-ცენტრი და საცხოვრებელი ბინებია განთავსებული. აფეთქების ხმა რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაც ისმოდა.

როგორც ჟურნალისტებს სტოკჰოლმის პოლიციის უფროსმა ერიკ ვიდსტრანდმა განუცხადა, „აფეთქება რეგიონში ყველაზე ძლიერი იყო. ჯერჯერობით არავინ არ არის დაკავებული“.

АР აღნიშნავს, რომ შვედეთში ბოლო წლებში აფეთქებები და სროლა ჩვეულ მოვლენად იქცა, რომლებიც დაპირისპირებულ დაჯგუფებებს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები