იენს სტოლტენბერგი: ალიანსი ევროპაში რუსული ფრთოსანი რაკეტების განთავსებას უპასუხებს
მიმდინარე წელს, ნატო ევროპაში ბირთვული იარაღის მატარებელი რუსული ფრთოსანი რაკეტების განთავსებას უპასუხებს.
ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა DPA-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„რაც შეეხება 9М729-ის ტიპის რაკეტებს, ჩვენ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებსა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაზე, ასევე ჩვეულებრივ შეიარაღებაზე, საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაზე ვიმუშავებთ“,-განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ამ ტიპის რაკეტების განთავსება „შორი და ახლო მანძილის მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის“ შესახებ შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა.
“ეს არის რუსეთის სტრატეგიის ნაწილი, რომ მეტი ინვესტიცია განახორციელოს თანამედროვე ტექნოლოგიებში, მათ შორის თანამედროვე ბირთვულ იარაღში“,-აღნიშნა სტოლტენბერგმა და ხაზი გაუსვა, რომ ნატო რუსეთს ევროპაში რაკეტების განთავსებით არ უპასუხებს, არამედ იარაღზე კონტროლს გააძლიერებს.