ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგში საქართველო მე-18 ადგილზეა
ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციცის ( AAWE) მონაცემებით, 2018 წელს საქართველომ მსოფლიოში 197 მლნ დოლარის ღვინის ექსპორტი განახორციელა. ამ მონაცემებით ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგში საქართველო მე-18 ადგილზეა.
2018 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინო ექსპორტზე საფრანგეთმა გაიტანა – 11,055 მლრდ დოლარის ღირებულების. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედიან: იტალია – 7,369 მლრდ დოლარი, ესპანეთი – 3,494 მლრდ დოლარი, ავსტრალია – 2,160 მლრდ დოლარი და ჩილე – 1,999 მლრდ დოლარი.
რაც შეეხება საქართველოს სამეზობლოს. AAWE-ის მონაცემებით, თურქეთმა 2018 წელს 10,1 მლნ დოლარის ღვინის ექსპორტი განახორციელა. სომხეთმა 9,4 მლნ დოლარის, აზერბაიჯანმა 7,7 მლნ დოლარის,ხოლო რუსეთმა 7,5 მლნ დოლარის ღვინო გაყიდა.