ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი გადადგა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი – რაულ ხაჯიმბა გადადგა.  ამის შესახებ განცხადება ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა ასლან ბარციცმა გააკეთა.

ბარციცის თქმით, ხაჯიმბამ აღნიშნული გადაწყვეტილება სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად მიიღო და დოკუმენტს ხელი დღეს მოაწერა.

კითხვაზე, კვლავ მიიღებს თუ არა რაულ ხაჯიმბა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ბარციცმა უპასუხა – “ამას ჩვენ გადავწყვეტთ”.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები განმეორებით 22 მარტს გაიმართება.

ცნობისთვის, 9 იანვარს სოხუმში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, ოპოზიციის წარმომადგენლები “პრეზიდენტის” გადადგომას ითხოვდნენ. 10 იანვარს “უზენაესი სასამართლოს საკასაციო ინსტანციამ” “ცესკოს” გადაწყვეტილება სექტემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ არაკანონიერად გამოაცხადა. როგორც ცნობილია რაულ ხაჯიმბა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის უფლებამოსილებას ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები