ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში გაჩენილ ტყის ხანძართან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი, სკოტ მორისონი ქვეყანაში გაჩენილ ტყის ხანძართან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

ეს განცხადება მორისონმა გამოცემა „ეიბისისთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან კონსულტაციას იწყებს.

ავსტრალიაში ტყის ხანძარი 2019 წლის სექტემბრიდან მძვინვარებს.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კატასტროფულ ხანძარს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, განადგურებულია ათასი საცხოვრებელი სახლი, დაღუპულია 8 ათასი კოალა და ასობით ათასი სხვა ცხოველი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები