სოხუმში სროლა იყო

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის ცენტრში დილით სროლის ხმა ისმოდა.

როგორც ადგილობრივ მედიას ე.წ. შს მინისტრმა რაულ სმირმა განუცხადა, სროლა ე.წ. ადმინისტრაციასთან არ მომხდარა.

ხაჯიმბას ე.წ. ადმინისტრაციასთან ხალხი დილიდან ისევ შეიკრიბა, ისინი შენობაში მთავარ შესასვლელის ბლოკირებას ახდენენ.

მოგვიანებით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა, მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

ამასთან, როგორც ე.წ. თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ განაცხადა, „არმია ხალხის წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებს“.

„არმია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებს. ისედაც ბევრი სისხლის გვაქვს დაღვრილი, უმრავი მოქალაქე დავკარგეთ, შესაბამისად, არმია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არასდროს იმოქმედებს. მე, აფხაზეთის თავდაცვის მინისტრი, მერაბ ქიშმარია, მოქმედ ხელისუფლებას და ოპოზიციას თხოვნით მიმვართავ, რომ კომპრომისს მიაღწიონ და ხალხი ერთმანეთს არ დააპირისპირონ“,-განაცახადა ქიშმარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები