საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტზე ვაკანსია დღეს გამოცხადდება
საპენსიო სააგენტოს ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე თანამდებობას 16 იანვრიდან ტოვებს. მის პოზიციაზე ვაკანსია დღეს გამოცხადდება.
საპენსიო სააგენტოს შესახებ კანონის თანახმად, საპენსიო სააგენტოს დირექტორის შერჩევას კონკურსის წესით ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დირექტორს თანამდებობაზე 5 წლის ვადით ნიშნავს.
საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო შედგება საქართველოს ფინანსთა მინისტრისაგან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისაგან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარისაგან.
საპენსიო სააგენტოს დირექტორად შესაძლებელია დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესსამართლის დარგში და ფინანსურ ინსტიტუტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.