მსოფლიო ბანკი საქართველოს ინტერნეტიზაციის და “ოფენ ნეტის” დაფინანსებაზე მზადყოფნას გამოთქვამს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკი საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტით დაინტერესდა და მზადაა „ოუფენ ნეტის“ პროგრამაც დააფინანსოს.

ნათია თურნავას თქმით, დაგეგმილია მარეგულირებელ კომისიასთან ერთად პროექტის მთლიანი დიზაინის შესყიდვა, რადგან დიზაინი განსაზღვრავს სწორედ ბიუჯეტს და აქედან გამომდინარე, განისაზღვრება წყაროებიც.

ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პროექტი რაც შეიძლება მალე განხორციელდეს. გადავწყვიტეთ, რომ პროექტი განხორციელდება ეტაპობრივად იმისთვის, რომ უკვე მომავალ წელს შევძლოთ ქსელის მშენებლობის დაწყება, ხოლო მისი თანმიმდევრობა, რეგიონები, შემდეგი ვადები განისაზღვრება მთავრობასთან შეთანხმებით. პროექტის კოორდინაციას ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისვე ინფორმაციით, უშუალოდ ქსელის მშენებლობას განახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი მუნიციპალური განვითარების ფონდი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები