აფხაზეთში რუსეთის ყოფილი „ელჩი“: სოხუმში მიმდინარე მოვლენებმა აშშ-ირანის გარჩევები და ავსტრალიის ხანძრებიც გადაფარა

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის პირველი „ელჩი“ სიმონ გრიგორიევი, სოხუმში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და ექსპერტებს კომენტარების გაკეთებისგან თავის შეკავება ურჩია.

მისი თქმით, „მიეცით შესაძლებლობა აფხაზებს ერთმანეთში გაერკვნენ“.

ამის შესახებ გრიგორიევმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ამერიკა-ირანის გარჩევები და შორეულ ავსტრალიაში ხანძრებიც კი, მეორე პლანზე გადავიდა. აფხაზეთში ისევ არეულობაა. და ამ დროს აფხაზეთის საკითხში გარკვეული „ექსპერტები“ გაიღვიძნენ. ერთი დარწმუნებულია, რომ მოძმე რესპუბლიკას მხოლოდ რუსი გენერალ-გუბერნატორი გადაარჩენს, მეორე, არასტაბილურობას რესპუბლიკაში რუსული არასამთავრობოების არარსებობით ხსნის. ველოდებით კიდევ უფრო ექსტრავაგანტურ ვერსიებს!! ბატონო აფხაზეთის მცოდნეებო და აფხაზეთის მოყვარულებო!! შეაკავეთ თქვენი კომენტატორული ჟინი!! მიეცით შესაძლებლობა აფხაზებს ერთმანეთში გაერკვნენ (ასევე იქ მყოფ სომხებს, რუსებს და სხვა)!!!“,-დაწერა გრიგორიევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები