დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, საბურთალოს და გლდანის რაიონებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი გადაუდებელი სამუშაოებია.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გამრეკელის, ცინცაძის, საბურთალოს, კუტუზოვის და თამარაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის და ხევძმარის ქერჩის მცხოვრებლებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები