ელისაბედ რუდი: ანაკლიის პროექტი არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი საქართველოსთვის და ჩვენ მივესალმებით ამ პროექტში ამერიკულ ინვესტიციებს

ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ანაკლიის პორტის პროექტი საქართველოსთვის სტრატეგიულია, ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.

რუდის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ამ პროექტში ამერიკულ ინვესტიციებს მიესალმება.

„მე დღეს ვნახე ეს ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ შეუწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის კონსორციუმს“. ამერიკის შეერთებულ შტატებს კვლავაც მიაჩნია, რომ ანაკლიის პროექტი არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი საქართველოსთვის და ჩვენ მივესალმებით ამ პროექტში ამერიკულ ინვესტიციებს”, – განაცხადა რუდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები