ცოტნე გამსახურდიას მეუღლე: ცოტნეს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – ამის შესახებ მისმა მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“პაციენტის მდგომარეობა არის ნორმალური. დიდი სიახლე არ მაქვს ჩამოტანილი. ვნახე ცოტნე, არის ისევ დაცვითი ნარკოზის ქვეშ და ექიმების რეკომენდაციით, კიდევ ალბათ ერთი-ორი კვირა არ გააღვიძებენ. მიიჩნევენ, რომ ასეა საჭირო. ასევე დამიდასტურეს, რომ ცოტნეს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მდგომარეობა არის სტაბილური, არის ძალიან კარგ საავადმყოფოში, კარგი კლინიკაა და არ აკლია მოვლა და ყურადღება,“ -განმარტა ანა ჯაბაურმა.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები