საპრივატიზაციოდ გამოტანილი 100 ობიექტიდან კიდევ 10 გაიყიდა

მთავრობის 100 საინვესტიციო შეთავაზებით კიდევ 10 ობიექტი გაიყიდა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პრივატიზაციის შედეგად ბიუჯეტში დამატებით 4.2 მლნ-ის მოზიდვა მოხერხდა.

„მთლიანად, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, პრივატიზებულია 47 682 200 ლარის ღირებულების 40-მდე ობიექტი როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. პროგრამა გრძელდება და ეტაპობრივად ბევრი სხვა საინტერესო ობიექტი დაემატება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

პროექტი, რომელიც გამარტივებულ პრივატიზებას ითვალისწინებს, ნოემბრის ბოლოს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები