ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ვთვლი, რომ “კონსორციუმმა” ერი მოატყუა და დრო დაიკარგა

ეკონომიკის ექსპერტის, ნიკოლოზ მჭედლიშვილის შეფასებით, ლოგიკურია მთავრობის გადაწყვეტილება, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა. როგორც ის მიიჩნევს, “კონსორციუმმა” საზოგადოება მოატყუა და დრო დაიკარგა.
“ანაკლიის კონსორციუმს” რომ შეუწყდა ხელშეკრულება სრულიად ლოგიკურია, მაგრამ ძალიან დაგვიანებული. რამდენიმე წლის წინ უკვე მუშა პორტი უნდა გვქონოდა, მაგრამ კონსორციუმმა ფინანსები ვერ მოიზიდა, თუმცა ინვესტიციებს რომ ვერ მოიზიდავდა ეს ჯერ კიდევ 2017 სექტემბერში იყო ცნობილი.
გარდა ამისა ტრაგი-კომიკური იყო კონსორციუმის მმართველთა განცხადებები და კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რაც ოდნავ მაინც სერიოზული კომპანიის მართვის სტანდარტებში ვერანაირად ვერ ჯდება.
მე ვთვლი, რომ ერი მოატყუეს და დრო დაიკარგა”,-განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.
​შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს. აღნიშნულ საკითხზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს​.
მთავრობის მიერ ბოლო გადავადების შედეგად კონსორციუმს 31 დეკემბრამდე ჰქონდა ვალდებულებების შესრულების, კერძოდ, პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე შეთანხმების, ასევე საერთაშორისო ბანკებთან ( EBRD, OPIC, ADB, AIIB ) 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმების მიღწევისა და ხელშეკრულების გაფორმების, პორტის პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმების ვადა. საქართველოს მთავრობის შეფასებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები