ზღვაზე ღელვა, მთაში თოვლი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

9-10 იანვარს საქართველოს მთიან ზონებში სინოპტიკოსები თოვლს, ხოლო ზღვაზე 2-3-ბალიან ღელვას ვარაუდობენ.

​”9-10 იანვარს საქართველოს მთიან ზონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები