თეირანში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში ირანის 147 და უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე იმყოფებოდა
ირანის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს ინფორმაციით, თეირანში ჩამოვარდნილ უკრაინული ავიახაზების კუთვნილ თვითმფრინავში, ირანის 147 და უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე იმყოფებოდა.
ინფორმაციას სააგენტო IRNA ავრცელებს.
ამ ეტაპზე უცნობია, ავიაკატასტროფის შედეგად უკრაინის რამდენი მოქალაქეა დაღუპული, თუმცა ცნობილია, რომ ეკიპაჟის 9 წევრი უკრაინის მოქალაქეა.
ამასთან, უკრაინული გამოცემა „ობოზრევატელ“ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თვითმფრინავში ირანის, კანადის, გერმანიის, ბრიტანეთის, შვედეთის და ავღანეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.