არაბული გამოცემა Al Hadath: უკრაინული თვითმფრინავი, შემთხვევით, ირანის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა ჩამოაგდეს

თეირანის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი, ირანელი სამხედროების შეცდომა გახდა, რომლებმაც ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გამოყენებით, შემთხვევით, ჩამოაგდეს.

ამის შესახებ არაბული გამოცემა Al Hadath წერს, თუმცა არც კონკრეტულ წყაროს ასახელებს და არც დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

თავის მხრივ, ირანულმა ტელეარხმა „ალ-აალამმა“ ქვეყნის მთავრობასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, თეირანს თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან კავშირი არ აქვს.

„კატასტროფა ერაყის მისამართით გაშვებული რაკეტების 5 საათის შემდეგ მოხდა“, – აცხადებს წყარო.

ავიაკატასტროფის შედეგად 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები