გია ვოლსკი: პოლიტიკურმა გუნდებმა უნდა იფიქრონ, ქვეყანაში სტაბილურობას რომელი საარჩევნო სისტემა შეინარჩუნებს

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ პოლიტიკურმა გუნდებმა უნდა იფიქრონ იმაზე, თუ რომელი საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფს ქვეყანაში სტაბილურობას.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ნულოვანი ბარიერი დაწესდეს, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ამ თემაზე განცხადებას ვერ გააკეთებს.

“მრავალნაირი ინფორმაცია ვრცელდება. არამგონია, რომელიმე გუნდიდან რომელიმე ადამიანი იყოს მზად, რომ მედიის წინაშე გააკეთოს ამ თემაზე შესაბამისი განცხადებები. საერთოდ პოლიტიკურმა გუნდებმა უნდა იფიქრონ იმაზე, თუ რომელი სისტემა შეინარჩუნებს ქვეყანაში სტაბილურობას, ძალიან ცუდი და მწარე გამოცდილება არ დაატყდება თავს საქართველოს, რომელიც, სამწუხაროდ, ახასიათებდა გარკვეულ, თუნდაც განვითარებულ დემოკრატიებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები