რუსთავში შობის დღესასწაულზე დაბადებული პირველი ბავშვი მერის მოადგილემ მოინახულა

რუსთავში, შობის დღესასწაულზე დაბადებული პირველი ახალშობილი და მისი მშობელი მერის მოადგილემ გოჩა ლორიამ მოინახულა და საჩუქრები გადასცა.

როგორც  ლორიამ ” რეგიონულ კვირასთან” საუბრისას განაცხადა, ყოველ წელს ხდება პირველი ახალშობილის მონახულება და დასაჩუქრება.

” როგორც ყოველთვის, წელსაც შობის დღესასწაულის მისალოცად მივედით სამშობიაროში და მივულოცეთ დედას და მედპერსონალს ახალშობილის დაბადება“,- განაცხადა ლორიამ.

ასევე, მოსახლეობას შობა მოულოცა სამშობიარო სახლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბადრი გელენავამ.

“რუსთავს და მთელ საქართველოს ვულოცავ შობა-ახალ წელს. ბედნიერებას, გამრავლებას, სიხარულს და სიყვარულს ვუსურვებ ყველას. ჩვენს სამშობიაროში პირველი ბავშვი, მარიამ ბარათაშვილი დაიბადა და ამჟამად, სამი ქალბატონი არის მშობიარობის პროცესში. ასეთი ბედნიერი დღეები მრავლად ჰქონდეს, როგორც რუსთავს, ასევე მთელ საქართველოს,” – განაცხადა ბადრი გელენავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები