დავით ბერძენიშვილი ილია მეორეზე: რა დაუნდობელიც იყო მაშინ, ისაა ახლაც, 87 წლის ასაკში

ბიძინას და ილია მეორის ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ დაავადებული დეკანოზი დაეტოვებინათ საპატიმროში, გაახმოვანა მათმა ერთობლივმა ქვეშევრდომმა, პრეზიდენტმა, – ამის შესახებ “რესპუბლიკელების” წევრი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ბერძენიშვილი სალომე ზურაბიშვილს სამარცხვინო ადამიანს უწოდებს.

“პრეზიდენტად დანიშნული სამარცხვინო ადამიანი.

ბიძინას და ილია მეორის ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ დაავადებული დეკანოზი მამალაძე დაეტოვებინათ საპატიმროში, ახლა გაახმოვანა მათმა ერთობლივმა ქვეშევრდომმა, ” – წერს დავიტ ბერძენიშვილი.

კომენტარების ველში მან “თვითმფრინავის” საქმე გაიხსენა და აღნიშნა, რომ ბერი თემურ ჩიხლაძე ილია მეორემ სასიკვდილოდ გაწირა.

“თვითმფრინავის საქმეზე” ბერი თემურ ჩიხლაძე, რომელიც არათუ თვითმფრინავში არ იყო, არც კი იცოდა, რომ მზადდებოდა თვითმფრინავის გატაცება, სასიკვდილოდ გაწირა ილია მეორემ მაშინდელ საბჭოთა ხელისუფლებასთან შეთანხმებით თუ შეკვეთით, სასამართლოზე სამარცხვინოდ მოიქცა. ახლაც სასიკვდილოდ იმეტებს სასულიერო პირს. რა დაუნდობელიც იყო მაშინ, ისაა ახლაც, 87 წლის ასაკში”, – წერს დავით ბერძენიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები