ნიგერიაში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გამბორთან, აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა.

Reuters თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ 35-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობთ, არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

ნიგერიაში რადიკალური ისლამური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ მოქმედებს, რომლის წევრები ქვეყანაში განათლების დასავლურ მოდელს ეწინააღმდეგებიან და შარიათის შემოღებისთვის იბრძვიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები