კახა კალაძე: გილოცავთ ყველას, ვის გულშიც უფალი იშვა

თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას შობის დღესასწაულს ულოცავს.
„გილოცავთ შობის დღესასწაულს! გილოცავთ სიკეთის დაბადებას!
​გილოცავთ ჩვენ გულებში გაჩენილ იმედის სხივს, რომელიც გვავსებს რწმენით და გვაძლევს ძალას, გვჯეროდეს სიყვარულის მარადიულობის!
​გილოცავთ ყველას, ვის გულშიც უფალი იშვა.
​მინდა, გისურვოთ კეთილდღეობა და მშვიდობა თქვენ ოჯახებში.
​მინდა, ვისურვო ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, მეტი სიყვარული ერთმანეთის, მეტი ერთობა და გამთლიანება.
​შობას გილოცავთ!“ – აღნიშნულია კახა კალაძის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები