გიორგი ვოლსკი: დეკანოზი მამალაძე ისეთივე ბრალდებული და მსჯავრდებულია, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ამიტომ მის თემას ვერ გამოვყოფდი
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება შეაფასა, რომელმაც ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა.
ვოლსკის თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ისეთივე ბრალდებული და მსჯავრდებულია, როგორც ყველა სხვა დანარჩენი.
“ჩვენ არასდროს არავის კრიტიკისგან თავი არ შეგვიკავებია. კონვეირული წესით იწყალებდა მარგველაშვილი, სააკაშვილი საერთოდ ყოველგვარ ზღვარს იყო გასული. მაგრამ ასე თუ ისე მაინც მათი კონსტიტუციური უფლებაა. რაც შეეხება მამა გიორგი მამალაძის თემას, ვფიქრობ ისეთივე ბრალდებული და მსჯავრდებულია, როგორც ყველა სხვა დანარჩენი. ამიტომ, ვერ გამოვყოფდი მის თემას და ვინც მისი თემის გამოყოფას ცდილობს, მე ვფიქრობ, ეს გარკვეულ სტრატეგიულ მონაცემებს, გარკვეულ ნაწილს წარმოადგენს, თუნდაც ეკლესიაზე შეტევის საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა.