პრემიერ-მინისტრი სომეხ ხალხს ქრისტეშობას და ნათლისღებას ულოცავს
პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სომეხ ხალხს ქრისტეშობას და ნათლისღებას ულოცავს.
“ვულოცავ ყველა ჩვენს სომეხ მოქალაქეს, ვინც დღეს ქრისტეშობას და ნათლისღებას აღნიშნავს. მშვიდობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას ვუსურვებ თითოეულ ოჯახს.
ჩვენს ხალხებს შორის სიყვარულსა და მეგობრობას საუკუნეები ამყარებს და ჩვენ კვლავაც ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის შენებას.
გილოცავთ და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს,”- ნათქვამია გიორგი გახარიას მილოცვაში.
დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესიაში ნათლისღებასა და შობას აღნიშნავენ.