ბაკურიანის ძირითად ნაწილს წყალი სტაბილურად მიეწოდება
გუდაურსა და ბაკურიანში წყლის მიწოდების შეფერხების აღმოსაფხვრელად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუშაობს. პრობლემა გუდაურში მშრალი კლიმატური პირობების გამო წყლის მარაგის შემცირებამ და სეზონზე გაზრდილი მოხმარების შედეგად წნევის ვარდნამ გამოიწვია. აქედან გამომდინარე, რეზერვუარების შევსებას პრობლემები შეექმნა და “რედკოს დასახლებაში” წყლის მიწოდება შეფერხდა. ორდღიანი მუშაობის და რეზერვუარების შევსების შემდეგ ბაკურიანის ძირითად ნაწილს წყალი უკვე სტაბილურად მიეწოდება. დარჩენილ ორ ქუჩაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. გუდაურში წყლის დეფიციტის შევსებას, სპეციალისტები უახლოეს საათებში ვარაუდობენ. დილიდან ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა და მხარის გუბერნატორი ადგილზე იმყოფებიან. სამუშაოებში ყველა შესამისი სამსახურია ჩართული. ორივე ტურისტულ ლოკაციაზე წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაწყებულია. პროექტის განხორციელების შედეგად, ამორტიზებული სისტემები სრულად შეიცვლება, რაც სეზონურ პრობლემებს სრულად მოაგვარებს.