აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს ერაყის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ერაყი დაუყოვნებლივ დატოვონ. განცხადების თანახმად, აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს ერაყში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიასთან მისვლისგან თავი შეიკავონ.
„ერაყსა და რეგიონში გაზრდილი დაძაბულობის გამო, მოვუწოდებთ ამერიკის მოქალაქეებს სასწრაფოდ დატოვონ ერაყი. ირანის მხარდაჭერილი მილიციის თავდასხმების გამო შეჩერებულია ადგილზე ამერიკის საელჩოს ფუნქციონირება. ამერიკის მოქალაქეები არ უნდა მიუახლოვდნენ საელჩოს ტერიტორიას“,-აცხადებენ დეპარტამენტში.
სიფრთხილისკენ მოუწოდებს თავის მოქალაქეებს საფრანგეთიც. საელჩოს გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საფრანგეთის მოქალაქეებმა ირანში შეკრების ადგილებზე მისვლისგან და სურათების გადაღებისგან თავი უნდა შეიკავონ.