ხულოს მერმა 24-საათიან რეჟიმში მომუშავე უწყებები მოინახულა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძესთან ერთად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სამთავრობო უწყებები და ორგანიზაციები მოინახულა, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
როგორც “კვირას” ხულოს მერიიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის პირველი პირები შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის, სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, კორპორაცია ევექსის ჰოსპიტალის და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ეწვივნენ და შობა-ახალი წელი მიულოცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები