პატრიარქი: მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო რუსეთის პრეზიდენტს – უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალისა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართავს.
ილია მეორე საახალწლო მიმართვაში აღნიშნავს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაცია უნდა დასრულდეს.
„მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო რუსეთის პრეზიდენტ ბატონ ვლადიმერ პუტინს – უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალისა. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა“, – მიმართავს ილია მეორე პუტინს.