პატრიარქი: გილოცავთ შობა-ახალ წელს, უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერება დამოკიდებულია ჩვენზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქვეყნის მოსახლეობას ახალ, 2020 წელს ულოცავს.

პატრიარქი საზოგადოებისადმი მიმართვაში მოქალაქეებს ბედნიერებას უსურვებს.

„გილოცავთ შობა-ახალ წელს. დღეს ჩვენ ვუსურვებთ ყველას ბედნიერებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერება ბევრად დამოკიდებულია ჩვენზე. მშობლების პატივისცემა არის ბედნიერება შვილებისათვის. „პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“ – ჩვენ ვკითხულობთ ამას ბიბლიაში. უფროსების პატივისცემას მოაქვს ბედნიერება უმცროსებისთვის. უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთის…

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. ბედნიერებას გისურვებთ, კურთხევა უფლისა თქვენზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარეობითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!”, – განაცხადა პატრიარქმა მოსახლეობისადმი მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები