ებრაელები მეჩეთს დაესხნენ თავს
იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინურ სოფელ დირ ისტიაში ერთ-ერთ მეჩეთზე თავდასხმა განხორციელდა. პალესტინელთა თქმით, სამლოცველოს ცეცხლი გაუჩნდა მას შემდეგ, რაც მას ებრაელები დაესხნენ თავს. დაზიანდა მეჩეთის შესასვლელი კარი და ხალიჩები. ვანდალური აქტის ავტორებმა კედელზე ებრაულ ენაზე წარწერები დატოვეს: “რევანში დაღვრილი სისხლისთვის” და “არაბები შორს”. ინციდენტის შემდეგ სოფელ დიირ ისტიაში ებრაელი სამხედროები შევიდნენ. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, მათ დამნაშავეების ძებნა უკვე დაიწყეს. მსგავსი ინციდენტები დასავლეთ სანაპიროზე ხშირია.