პირიქითა ხევსურეთში, ანდაქში მდებარე სოსო ზვიადაურის სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

პირიქითა ხევსურეთში, სოფელ ანდაქში სოსო ზვიადაურის სახლს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ანდაქში მდებარე ხევსურული სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების თხოვნით „მთის ამბებმა“ მიმართა.
ძველი ხევსურული ბანიანი სახლი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარშია აშენებული. სახლის რეაბილიტაცია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მისმა მეპატრონემ საკუთარი ძალებით ისე მოახერხა, რომ იერსახე არ შეუცვლია. ტურისტებს სახლში ღამის გათევა, ძველი ხევსურული ნივთების დათვალიერება და ცხენების დაქირავებაც შეუძლიათ.
2020 წელს „მთის ამბები“ ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაციასთან ერთად, სოფლების არდოტის, ანდაქისა და არჭილოს გავლით ხევსურეთიდან თუშეთში (ალაზნისთავი-წოვათის ხეობა) გადასასვლელი ბილიკის პოპულარიზაციას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები