მთავრობის ადმინისტრაციასთან ახალგაზრდებმა ახალგორის ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა გააპროტესტეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ახალგაზრდებმა აქცია გამართეს და ახალგორის ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა გააპროტესტეს. მათ ხელისუფლებას უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვეს.

შეკრებილების თქმით, პროტესტის მიზანი მოსახლეობის და საზოგადოების ინფორმირებაა იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც დევნილებს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ ადამიანებს აწუხებთ.

ცნობისთვის, დღეიდან 3 იანვრამდე ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო რეჟიმი ე.წ საზღვარს კეტავს. როგორც ე.წ უსაფრთხოების დეპარტამენტში აცხადებენ, მიზეზი ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაა. აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები