სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნურ განაყოფიერებაზე ტრენინგი ჩაატარა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ “გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის” მიერ ჩატარდა ტრენინგები თემაზე – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერება.
უწყების ინფორმაციით, ტრენინგი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების შესაძლებლობების გაძლიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჩატარდა.
ასევე ტრენინგის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 50-მდე მეპაიე გადამზადდა.
კოოპერატივების წევრი ფერმერების ჩართვა თანამედროვე ტექნოლოგიებით ხელოვნური განაყოფიერების წარმოებაში ტრენინგების განხორციელების მთავარ მიზანს წარმოადგენდა. მეპაიეებმა ტრენინგის ფარგლებში გაიარეს, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული კურსი.
გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2020 წლისთვის საქართველოს მასშტაბით მეპაიეების სხვადასხვა ტრენინგის საშუალებით გადამზადებას კვლავ გეგმავს.