ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ჩვენი ცხელი ხაზი დღეს დილით გააქტიურდა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მათი ცხელი ხაზი დღეს დილით გააქტიურდა. მათივე ინფორმაციით, როდესაც ექიმი გაათავისუფლეს, დამკვირვებლები ერგნეთში იმყოფებოდნენ.
„ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი გააქტიურდა დღეს დილით. ასევე, მისიის დამკვირვებლები იმყოფებოდნენ ადგილზე, ერგნეთში, როცა მოხდა ექიმ გაფრინდაშვილის გათავისუფლება“, – აღნიშნავენ სადამკვირვებლო მისიაში.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გათავისუფლდა.