საქართველოს ფინანსთა მინისტრი მშპ-ს 7 %-იან ზრდას პროგნოზირებს

ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, მიმდინარე თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7%-ის ფარგლებში იქნება.

როგორც ვანო მაჭავარიანმა Forbes Georgia-ს განუცხადა, საქსტატი ეკონომიკური ზრდის მონაცემებს 30 დეკემბერს გამოაქვეყნებს და დარწმუნებულია,რომ მისი პროგნოზი გამართლდება.

„წინა თვეში ეკონომიკის ზრდის ტემპი იყო 5,7%. არ მინდა სტატისტიკის დეპარტამენტს დავასწრო,თუმცა გეტყვით, რომ შედარები პესიმისტური მოლოდინის მიუხედავად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7%-ის მიდამოში იქნება და ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები