გია ვოლსკი პირადობის მოწმობების შესახებ ოპოზიციის განცხადებაზე – პოლიტიკა აბსოლუტურად არ იკითხება არსად და ვერც ამოიკითხება
არის ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული რელიგიური გრძნობების შეუთავსებლობა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს ID ბარათთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკა აბსოლუტურად არ იკითხება არსად და ვერც ამოიკითხება. ასევე აღნიშნა, რომ, ბოლო პერიოდში მიხვდა, რას ნიშნავს გამოთქმა, „ენას ძვალი არ აქვს“
„არის ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული რელიგიური გრძნობების შეუთავსებლობა. თუმცა, სინოდის გადაწყვეტილება არსებობს აბსოლუტურად საპირისპირო. პოლიტიკა აბსოლუტურად არ იკითხება არსად და ვერც ამოიკითხება იმიტომ, რომ თუ ვინმე რაიმე სიყალბის დამამზადებელია, სწორედ იმ ადამიანებისგან გვაქვს გამოცდილება, რომლებიც დღეს ამ განცხადებას აკეთებენ,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, თინა ბოკუჩავა ეჭვობს, რომ „უჩიპო“ პირადობის მოწმობებით „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.