სემეკის გადაწყვეტილებით “თელავგაზის“ სამომხმარებლო ტარიფიც უცვლელი დარჩა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა შპს „თელავგაზის“ აბონენტებისთვის. კომისიამ 27 დეკემბრის საჯარო სხდომაზე იმსჯელა შპს „თელავგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების გრძელვადიანი ტარიფების დადგენაზე. ახალი ტარიფები ძალაში შევა 2020 წლის 1 იანვარს და იმოქმედებს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

შპს „თელავგაზის“ 2020-2022 წლების სამომხმარებლო ტარიფი, რომელსაც უშუალოდ მოქალაქეები იხდიან, დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 53.018 თეთრ/მ3-ს. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფი შეადგენს 53.023 თეთრ/მ3-ს).

კომპანიისთვის დადგინდა რეგულირებადი მიწოდების ზღვრული ტარიფი 20.444 თეთრი/მ3-ის ოდენობით, განაწილების საქმიანობის ტარიფმა შეადგინა 22.592 თეთრი/მ3-ს, ხოლო ტრანსპორტირების ტარიფი განისაზღვრა 1.895 თეთრი/მ3-ით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები