სტამბოლში, ქართველ “კანონიერ ქურდს” და “კრიმინალურ ავტორიტეტს” შორის დაპირისპირება დაჭრით დასრულდა
სტამბოლში აზერბაიჯანელი “კრიმინალური ავტორიტეტის” ნადირ სალიფოვის, იგივე ლოტუ გულის ნათესავი, “მაგა რუსთავსკი” დანით დაჭრეს.
მედიის ინფორმაციით, “მაგა რუსთავსკი” სტამბოლის ერთ-ერთ რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც 20 ადამიანის თანხლებით ე.წ. კანონიერი ქურდი, გურამ ჩიხლაძე, იგივე “კვეჟოვიჩი” მივიდა.
“კვეჟოვიჩმა” რესტორანში “რუსთავსკის” ჰკითხა, უნდა თუ არა მას გახდეს ე.წ. კანონიერი ქურდი, რაზეც მან დადებითი პასუხი გასცა. მაშინ ჩიხლაძე დაინტერესდა, რატომ არ ჩაერია ის ჩხუბში, რომელიც ნადირ სალიფოვთან შეხვედრაზე მოხდა.
კითხვაზე, რუსთავსკიმ უხეში პასუხი გასცა, რასაც ჩხუბი მოჰყვა. მაგამ ცივი იარაღით ჭრილობა მიიღო, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ჭრილობა მსუბუქი აღმოჩნდა.