“ატენის ხეობაში ერთი კერა დარჩა, სადაც რელიეფის გამო, გართულებულია ხანძრის ქრობის პროცესი”

შიდა ქართლში, ატენის ხეობაში ხანძრის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. როგორც შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა განაცხადა, დარჩენილია ერთი კერა, სადაც რთული რელიეფის გამო, ცეცხლის ქრობის სამუშაოები გართულებულია.

“ამ დროისთვის ატენის ხეობაში მდგომარეობა უცვლელია. გუშინ 4 კერის ლიკვიდაცია მოხდა. დარჩა ერთი კერა, სადაც საკმაოდ რთული რელიეფია. ადგილზე 60 მეხანძრე-მაშველი მუშაობს, ასევე ჩართულია ავიაციაც, ვერტმფრენებმა განახორციელეს დაახლოებით 40 წყლის დასხმა. რაც შეეხება რკონის ხეობას, იქ მუშაობს 100 მეხანძრე და იქაც ჩართულია ვერტმფრენი”,- განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები