ცხინვალის ჩრდილოეთით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარია (VIDEO)

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ერგნეთში მცხოვრები, გიორგი კასრაძე ავრცელებს.

“ამ წუთებში, ცხინვალის ჩრდილოეთით ხანძარია. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის ორი მანქანა მუშაობს.  ეს არის მე -4 საოკუპაციო ბაზის სიახლოვეს, ტყიანი ფერდობი, სადაც რუსებს უყენიათ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. ტერიტორიის დაკვამლიანების გამო კარგად არ ჩანს, თუმცა სამ ლოკაციაზეა ხანძარი და ცხინვალიც, ნაწილობრივ, კვამლშია გახვეული”,- წერს სოციალურ ქსელში გიორგი კასრაძე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები