მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაური ცოცხალია – ბერძნული მხარე კონტაქტზე გავიდა

მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაური ცოცხალია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ  report.geს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ბერძნულმა მხარემ შეძლო მეკობრეებთან კონტაქტზე გასვლა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი. როგორც მეკობრეებმა ბერძნულ მხარეს უთხრეს, გატაცებული მეზღვაურების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბერძნული დროშის ქვეშ მცურავი გემი მეკობრეებმა ტოგოს რეპუბლიკაში 4 ნოემბერს გაიტაცეს. ბორტზე საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა.

 

წყარო: report.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები