ცხოვრება ძვირდება – რას აკეთებს ეროვნული ბანკი

“ინფლაციის სამართავად ეროვნული ბანკი ყველა ბერკეტს იყენებს, მათ შორის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, რომელიც ინფლაციას სხვადასხვა არხებით ამცირებს,-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ინფლაციის შესამცირებლად უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით შემცირდა.

“მოგხესენებათ, ეროვნულმა ბანკმა თანმიმდევრულად გადადგა ნაბიჯები იმისთვის, რომ არ მოხდეს ინფლაციის გრძელვადიან პერიოდში ზრდა და მოხდეს მისი დასტაბილურება. ბოლო 3 მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრის დროს გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა და 200 საბაზისო პუნქტით გაიზარდა საპროცენტო განაკვეთი, რამაც უნდა მოხადინოს გავლენა ინფლაციაზე სხვადასხვა არხის საშუალებით. ერთი არხი ეს არის ლარის სესხებზე მოთხოვნის შემცირება, ამასთან ეს არის ინფლაციის მართვა მოლოდინების საშუალებით.ბოლოს გამოქვეყნებულ წლიურ ინფლაციაში, 6.9%, საბაზისო ინფლაცია არის 3,4%. რატომ აქვს ამას მნიშვნელობა? საბაზისო ინფლაცია როგორც წესი, ინფლაციის დინამიკის მიმართულებას აჩვენებს, ის არ არის ძალიან შორს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლისგან,” – განაცხადა გვენეტაძემ.

საქართველოს პირველი ბანკირის განმარტებით, სარეზერვო მოთხოვნების შემცირებით შემცირდება გაუფასურებული ლარის წნეხს შეარბილებს ინფლაციაზე.

“სარეზერვო მოთხოვნებიც იყო შემცირებული, რაც კიდევ ერთი ნაბიჯი იყო იმ მიმართულებით, რომ შემცირდეს გაუფასურებული ლარიდან გამომდინარე ინფლაციაზე არსებული წნეხი”,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ოქტომბერში წლიური ინფლაცია 6,9%-ზე დაფიქსირდა.

წყარო: report.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები