კალაძე დეპარტამენტის განცხადებაზე: ეს მეტყველებს იმაზე, რომ სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან დიდი მხარდაჭერა გვაქვს

დედაქალაქის მერის კახა კალაძეს მიიჩნევს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მიუთითებს იმას, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს.

“მთავარი ამ განცხადებაში იყო ის, რომ დადებითად აფასებენ რეფორმას, რომელიც იყო განხორციელებული სასამართლოს მიმართულებით. ძალიან დადებითად აფასებენ ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დემოკრატიის თვალსაზრისით, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან. ისინი რეალურად ხედავენ და აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე დადებით მოვლენებს”, – აღნიშნა კალაძემ.

​შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ: „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად“.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები