ბრაზილიის პრეზიდენტი ჰოსპიტალიზირებულია

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, ოფიციალურ რეზიდენციაში დაცემის შემდეგ, ჰოსპიტალიზირებულია.

ინფორმაციას მისი პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლსონარუ პრეზიდენტის სამედიცინო ბრიგადამ დაათვალიერა, ამის შემდეგ ის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც თავის ქალის კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა.

ექიმების დასკვნით, ბრაზილიის პრეზიდენტს „რაიმე სახის ცვლილებები არ აღენიშნება“, ის სამედიცინო დაწესებულებაში 12 საათის განმავლობაში დარჩება.

11 დეკემბერს ჟაირ ბოლსონარუ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც მას მარცხენა ყურიდან გისტოლოგიური კვლევისთვის ხალი მოჭრეს. კლინიკიდან დაბრუნების შემდეგ, პრეზიდენტმა მედიას განუცხადა, რომ ეჭვობს, რომ შესაძლოა, კანის კიბო ჰქონდეს.

თუმცა, გასულ კვირას მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ანალიზების პასუხმა მისი შიშები არ გაამართლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები